Tuesday, July 12, 2016

კომპეტენციები,რომლებიცშევიძინე:

კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები,ვორდში მუშაობა ექსელზე მუშაობა, გაკვეთილის დაგეგმვა,ბლოგის შექმნა და ინფორმაციის გასაჯაროება,ინტერნეტიდან ინფორმაციის მიოძიება,სურათების გადმოტვირთვა განთავსება სასურველ ფორმატში.კავშირი კოლეგებთან.ელფოსტის
აქტიური მოხმარება.შეძენილ ცოდნას გამოვიყენებ როგორც საგაკვეთილო პროცესში ისე საკუთარი ცოდნის და კვალიფიკაციის ასამაღლედბლად.

Monday, July 11, 2016

ნაადრევი ქორწინება : სიყვარული თუ დამსხვრეული იმედები


პროექტის სახელწოდება: ნაადრევი ქორწინება : სიყვარული თუ დამსხვრეული იმედები ?!

პროექტის მთავარი თემაა:აღიქვავს თუ არა საზოგადოება ნაადრევ ქორწინებას პრობლემად,მათი აზრით არის თუ არა ეს  ძალადობის ერთგვარი ფორმა.

პროექტის აქტუალობა :21-ე საუკუნეში სწორედ რომ ყველაზე აქტუალური პრობლემაა ნაადრევი ქორწინება ოჯახი რომელიც,ხშირ შემთხვევაში ძალადობით იქმნება და რაღა თქმა უნდა არც კარგ მომავალს გვიქადის.დანგრეული ოჯახების რიცხვი საქართველოში საკმაოდ ბევრია,რაც მეტწილად ნაადრევ ქორწინებას უკავშირდება,რადგანაც ადრეულ ასაკში უჭირთ მოზარდებს გაერკვნენ ნამდვილი გრძნობაა ეს თუ უბრალოდ ლტოლვა .
პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა გაიგონ მეტი მოცემული საკითხის შესახებ და გააცნობიერონ რამდენად საზიანოა ნაადრევი ქორწინება .














მონაწილეთა ასაკი:15-16წელი
პროექტის მსვლელობა :კვლევებს ჩაატარებენ 2კვირაში. მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად:ერთი ჯგუფი აწარმოებს გამოკითხვას სოფლის მოსახლეობასთან თელავის რაიონის მასშტაბით , ხოლო მეორე ჯგუფი გამოკითხვებს აწარმოებს ქალაქ თელავის მოსახლეობასთან, შემდგომ ამისა ადარებენ ერთმანეთს მიღებულ შედეგებს და აჯამებენ მათ.
შეგროვილი მასალის საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ დაადგინონ სტატისტიკურად რამდენი ადამიანი აღიქვქვს ამ საკითხს პრობლემად მოცემულ ლოკაციაზე.შეგროვებულ მასალას გააცნობენ ფარტო საზოგადოებას.

ადამიანური რესურსი,ინტერნეტიდან მოძიებული მასალა
 რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს საბოლოო სახით წარმოადგინონ თავიანტი ნამუშევარი.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი მოქ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ზნეობას, ზრდილობასა და დისციპლინას უკავშირებს ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობას, აანალიზებს მათ როლსა და მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებისათვის/ქმედუნარიანობისათვის;
·      აანალიზებს საზოგადოებაში მოქცევის მოტივებს (მაგ. სასჯელის შიში, ჯილდო/სარგებელი, სხვათა მოწონება/კონფორმიზმი, კანონმორჩილება, სინდისის კარნახი და ა.შ.);
·      განასხვავებს მორალურ არჩევანსა და ქცევას საზოგადოებრივი ზეწოლით განხორციელებული არჩევანისა და ქცევისაგან;
·      მსჯელობს ოჯახზე, როგორც საზოგადოების ძირითად ღირებულებასა და ადამიანის ძირითად გარემოზე. გამოკვეთს ოჯახის სტრუქტურას და ფუნქციურ როლებს მასში. აანალიზებს ოჯახში პასუხისმგებლობების განაწილების საკითხს და მსჯელობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე;
·      აღწერს საკუთარ როლს, ფუნქციებს, უფლებებს, მოვალეობებსა და ვალდებულებებს, როგორც კლასისა და სკოლის თემის წევრი; 
                         



პროექტის ხელმძღვანელი : ირმა მარკოზაშვილი (თეთრიწყლების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი)

                                ხელმძღვანელის ელ.ფოსტა :irma.markozashvili12@gmail.com

ზაფხული

მე მიყვარს ზაფხული
ტიტები

ტრენინგის პორტფოლიო

პორტფოლიო

მესამე მოდულის შეჯამება

სასწავლო პროექტის დაგეგმვა და აღწერა,პროექტზე სურათების გადმოტვირთვა .
სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით.